"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სუს-თან აქცია გამართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს.

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს, სუს-ი ოპოზიციური პარტიების წევრებს დევნის და მოსმენების უკანონო ქმედებაშია ჩართული.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზვიად კუპრავას განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ქმედებები დადასტურდა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს და მას უკრაინაში წასვლის შესაძლებლობა მიეცეს.

“მსგავსი ტიპის დასკვნები საქართველოსთან მიმართებით დასავლეთს არათუ უახლოეს წლებში, არამედ შეიძლება ითქვას, ედუარდ შევარდნაძის პერიოდშიც არ გაუკეთებია. შესაბამისად, ამ დასკვას რეაგირება სჭირდება. რეაგირება სჭირდება ქართველი ხალხის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" არ არის ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ამ მითითებების გასწორებაზე იმუშავებს. ამაზე უნდა იმუშაოს ქართველმა ხალხმა. მათ შორის, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის წამების მსხვერპლი და ეს არის აშშ-ის დასკვნაში აღნიშნული," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა