საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა შორის, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სტუ-ის რექტორი; ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი; სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები; ფაკულტეტების დეკანები; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე ლაშა ლაბაძე; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მეწარმეთა ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გელაშვილი; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პიარ-მენეჯერი ცირა იობაშვილი და მეწარმეები: ოლგუმ თაჯდემირი - საწარმო „მინა“; ნინო ოხანაშვილი - „თეგეტა მოტორსი“; რომან ბადალიანი - „უნივერსალ ბიზნეს ჯგუფი“; ედიშერ მამალაძე - „საქკაბელი“.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მემორანდუმის მიზანია სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა.

„მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ერთობლივი ძალისხმევით იზრუნებს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. დღეს შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური ენერგეტიკების, მშენებლების, არქიტექტორებისა თუ ინფორმატიკების დიდი მოთხოვნაა. მაღალი სტანდარი კი მიიღწევა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნით, უნარ-ჩვევებით. ამ მხრივ მემორანდუმი სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონალურ კონფერენციებში, ფორუმებში, კონკურსებში, საგრანტო პროექტებში - ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების პერსპექტივა, რომელსაც მემორანდუმი უზრუნველყოფს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია უზრუნველყოფენ სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას. კერძოდ, ჩატარდება „სტუდენტური დასაქმების ფესტივალი“; უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევების შედეგების კომერციალიზაციისათვის განიხილავენ წინადადებებს; ჩაატარებენ კონკურსს „ბიზნესისა და მეწარმეობის თემაზე საუკეთესო საკვალიფიკაციო სტუდენტური ნაშრომი“, ასევე, ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მეწარმეობის სწავლების აქტუალური პრობლემები”. მემორანდუმი გულისხმობს დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულებისათვის სტაჟირებას და საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებას მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა