უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დღეს შუადღისას განაცხადა, რომ შეჭრის დაწყებიდან პირველად რუსეთი ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შორი მოქმედების იარაღს იყენებს.
უკრაინის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის ალექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, რუსეთი ახლა ქალაქების რუბიჟნეს, პოპასნასა და მარიუპოლის ხელში ჩაგდებაზე კონცენტრირდება.
შეგახსენებთ, უკრაინის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი უწყვეტად იბომბება მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მხოლოდ მარიუპოლში ათასობით ადამიანი დაიღუპა.