დიმიტრი პესკოვი - ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლება - ამოცანები უნდა შესრულდეს და შესრულდება

კრემლში არავის ეპარება ეჭვი, რომ „უკრაინაში სპეცოპერაციის“ ყველა დავალება შესრულდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლება. ოპერაცია გრძელდება და ის ამოცანები, რომელიც დგას, კარგად არის ცნობილი - ისინი უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. ამაში ეჭვიც არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის შესახებ გამოაცხადა, სპეცოპერაციის მიზანს უწოდა "იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ჩაგვრასა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". პუტინის თქმით, აუცილებელია განხორციელდეს "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა