პროექტში „შეფასება განვითარებისათვის“ ჩართული სკოლების წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ დახვეწის მიზნით, სკოლების დირექტორებისათვის და მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრების ფარგლებში მოხდა პროექტის პილოტირების შედეგების განხილვა. ამასთან, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, სკოლების წარმომადგენლებმა იმ გზებზე იმსჯელეს, რომლებიც პროექტს მომავალში კიდევ უფრო მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.

შეხვედრებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და პროექტის „შეფასება განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ჯელაძე უძღვებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და აგრეთვე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

2021 წელს პროექტის პილოტირებაში 7000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ელექტრონული სისტემის გამოცდის მიზნით მაისის თვეში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პილოტირება იგეგმება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი