კიევში რუსეთთან დაკავშირებულ ქუჩებსა და მოედნებს სახელი გადაერქმევა

უკრაინის დედაქალაქში რუსეთთან დაკავშირებულ ქუჩებს, მოედნებსა და მეტროსადგურებს სახელი გადაერქმევა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

მისი თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის მეგობრობის მოედანს სახელი გადაერქმევა და "მარიუპოლის გმირების" სახელი ეწოდება.

BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, კიევის რკინიგზის სადგურის სახელის გადარქმევის იდეა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, რუსეთის შეჭრამდეც განიხილებოდა.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს