ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთი უნდა იყოს და აუცილებლად იქნება ერთიანი, მზად ვართ მივიღოთ მაქსიმალური ზომები ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისთვის

მიუხედავად აშშ-ს განცხადებებისა, ჩინეთის ხელისუფლება ნებისმიერ ფასად აპირებს კონტინენტური ჩინეთისა და ტაივანის ერთიანობა უზრუნველყოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

"ტაივანის პრობლემა ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ნომერ პირველი საკითხია. ჩინეთი უნდა იყოს და აუცილებლად იქნება ერთიანი, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მაქსიმალური ზომები ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისთვის", - განაცხადა მან.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე გაიმეორა, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მტკიცე პოზიცია ჩინეთის საშინაო საქმეებში ვაშინგტონის ჩარევის დაუშვებლობის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლება აპირებს მკაცრად აღკვეთოს ტაივანელი სეპარატისტების კონტინენტური ჩინეთიდან განცალკევების მცდელობები.

„ტაივანის საკითხთან დაკავშირებით აშშ-მ უნდა დაიცვას „ერთი ჩინეთის“ პრინციპი. შეერთებული შტატები ვალდებულია შეწყვიტოს ოფიციალური კონტაქტები ტაივანთან და უარი თქვას მათთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე, ასევე შეწყვიტოს იარაღის მიყიდვა ტაიპეისთვის“, - აღნიშნა ლიცზიანმა.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები ტაივანს გუშინ ეწვივნენ, რის შემდეგაც კუნძულთან ახლოს ოფიციალურმა პეკინმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი