ირაკლი ღარიბაშვილი - არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა, „ნაცმოძრაობის“ რომელი პროვოკატორი რას აკეთებს -„ომის პარტიას“ მინდა ვუთხრა: მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება!

არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა, „ნაცმოძრაობის“ რომელი პროვოკატორი რას აკეთებს და აცხადებს - „ომის პარტიას“ და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა შემდეგი, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება!- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი საინტერესო არ არის.

“ეს არ არის საინტერესო, აბსოლუტურად არ არის საინტერესო. მე ჩვენს ხალხს ვესაუბრები განვითარებაზე, მშვიდობასა და იმ პრობლემბზე, რომელიც გვაქვს, არ მაინტერესებს ვინ სად წავიდა, „ნაცმოძრაობის“ რომელი პროვოკატორი, ვინ რას აკეთებს და აცხადებს. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. მე ჩვენ ხალხს უნდა ვესაუბრო იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. „ომის პარტიას“ და ომის მსურველებს მინდა ვუთხრა შემდეგი, რომ მეორე ფრონტი ქვეყანაში არ იქნება. მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ ის დამანგრეველი შედეგები, რაც მოიტანა აგვისტოს ომმა, ომმა 90-იან წლებში, მათ შორის სამოქალაქო ომმა, ეს აღარ განმეორდება, მეგობრებო. ჩვენი მთავრობა პასუხისმგებლიანია. მე პირველ რიგში პასუხს ვაგებ ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, თქვენს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ომის პარტია, მოღალატეების პარტია რას გადაწყვეტს, ვინ სად წავა არ არის ჩემთვის საინტერესო“,- აღნიშნავს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის წევრები - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში გაემგზავრნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, უკრაინაში იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ განმარტა, უკრაინაში ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და არა, ქართულ ოპოზიციას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო