პრემიერი - დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება უზნეო საქციელია - მე, როგორც ხელისუფალს, რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე

როგორც ხელისუფალს რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მივიდა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების სამძიმარზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეომრები გადმოასვენეს და სამხედრო წესით დაკრძალეს, „ყველაფერი დანარჩენი კი სპეკულაციაა“.

„დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება უზნეო საქციელია. მე, როგორც ხელისუფალს, რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე - დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო წესით და პატივით დაკრძალვით დამთავრებული. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ სპეკულაციაა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ უკრაინაში ამ დრომდე 6 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ყველა მათგანი, გარდა ჩიქობავასი, საქართველოში ჩამოსვენებულია. ბახვა ჩიქობავა კი, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა, ადგილზე არსებული ვითარების გამო ჯერჯერობით არ გადმოუსვენებიათ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი