ლიეტუვის პრეზიდენტმა ფინეთსა და შვედეთს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეიტანონ ნატო-ში წევრობაზე განაცხადი

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ფინეთსა და შვედეთს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად შეიტანონ ნატო-ში წევრობაზე განაცხადი.

ნაუსედას განცხადებით, ამ ქვეყნების შეერთება ალიანსთან ბალტიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებასა და მთლიანად ორგანიზაციის პოზიციების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

„შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება უსაფრთხოების მიმართულებით ვითარებას გააუმჯობესებს ბალტიის რეგიონში. ჩვენ შევძლებთ ბალტიის რეგიონის უკეთ გაკონტროლებას სამხედრო თვალსაზრისით. ეს ასევე გააძლიერებს ნატო-ს როგორც ორგანიზაციას“,- განაცხადა ნაუსედამ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა