გოჩა ენუქიძე ცაგერში მიმდინარე სამუშაოების პროცესს გაეცნო

ცაგერში, რუსთაველის ქუჩის ჩიხამდე მისასვლელი და აღმაშენებლის ქუჩის ეზოების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, აღმაშენებლის ქუჩის, N43, N75 და N77-ში ეზოებისა და რუსთაველის ქუჩის ჩიხამდე მისასვლელ გზაზე, ასფალტო - ბეტონის საფარის და სანიაღვრე სისტემების მოწყობითი სამუშაოები ხორციელდება.

„დეპუტატი, აღმაშენებლის ქუჩის N43-ში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს პირადად გაეცნო.

აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოები, რომელსაც შპს ,,სარტყელი"ახორციელებს, ივნისის ბოლოს დასრულდება და ჯამურად, 283 291 ლარი დაიხარჯება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო