უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან დასრულდა

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან დასრულდა.

შეხვედრა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. თავდაპირველად შალვა პაპუაშვილი რუსლან შტეფანჩუკს პირისპირ შეხვდა, შემდეგ კი შეხვედრა დელეგაციებს შორის გაიმართა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში დღეს ჩავიდა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა