გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენ გამოვუცხადეთ  უკრაინას სოლიდარობა - რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა

რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა, - ამის შესახებ უკრაინაში მყოფი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. ის უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

როგორც ხოჯევანიშვილი წერს, რუსეთის ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს და მას იმ ყველაფრისთვის, რაც უკრაინელი ხალხის წინაშე ჩაიდინა, პასუხისგება მოუწევს.

„დღეს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და უკრაინის რადას წარმომადგენლებს შორის. ამ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახლა უდგას უკრაინას, მათთვის თითოეულ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ვიზიტი. ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, ახლა მთავარია, რომ გვერდში დავუდგეთ მათ, რითიც შეგვეძლება, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მტრის, რომელიც აწარმოებს სასტიკ და უსამართლო ომს უკრაინის წინააღმდეგ. რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა. ამას არ აქვს არანაირი გამართლება და რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა უკრაინელი ხალხის წინაშე“, - წერს ხოჯევანიშვილი.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს