ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება

თუ რუსეთის ფედერაცია გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის თაობაზე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ პროცესის მიმართ ნდობა აღარ არის.

„მინდა ვთქვა, რომ მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას წერტილს დაუსვამს. ეს „მკვდარი კუთხეა“, რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ხალხით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების გაყვანის მიზნით სურს, თუმცა ეს რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს