ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება ორი ცალკეული დოკუმენტისგან შედგებოდეს

რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება შედგებოდეს ორი ცალკეული დოკუმენტისგან, - ეს მოსაზრება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გამოთქვა.

ზელენსკის თქმით, ორი დოკუმენტიდან ერთი უნდა ეხებოდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მეორე კი უშუალოდ მის ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან.

„ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ორი განსხვავებული დოკუმენტი. უსაფრთხოების გარანტიები მათი მხრიდან, ვინც მზად არის ამისთვის და ცალკეული დოკუმენტი რუსეთთან“, - განმარტა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს მხოლოდ ერთი შეთანხმება, რომელიც ყველა საკითხს შეიცავს.

„ყველას არ სურს რუსეთთან „ერთ სუფრაზე“ მოხვედრა. მათთვის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ერთი საკითხია, ხოლო რუსეთთან შეთანხმება საერთოდ სხვა საკითხია. რუსეთს სურს, რომ ყველაფერი ერთ დოკუმენტში იყოს, მაგრამ მას ეუბნებიან, უკაცრავად, მაგრამ ვნახეთ რაც მოხდა ბუჩასა და ბოროდიანკაში, ამიტომ გარემოებები იცვლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იტალია და თურქეთი გამოხატავენ მზადყოფნას გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტი ქვეყნები, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არავისგან მიუღია.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი