„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს

რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს, - აღნიშნულ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ცნობილი გახდა ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კიევში ჩასვლის შემდეგ აბრამოვიჩი უკრაინელ დიპლომატებს შეხვდა, რათა მათთან ერთად რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლო გზები განეხილა. მედიასაშუალების განმარტებით, რუსი ოლიგარქი, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დიდი ხნის განმავლობაში არის დაკავშირებული, რუსეთსა და უკრაინას შორის არაფორმალური მედიატორის როლს ასრულებს.

„ბლუმბერგი“ იუწყება, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აბრამოვიჩს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებში ჩართვა პირადად სთხოვა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა