ოლექსი რეზნიკოვი რუს სამხედროებს - გაჰყევით „მოსკოვს“, ან იყავით ჭკვიანები და წადით სახლში

იყავი ჭკვიანი - წადი სახლში, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი "ტვიტერზე" წერს, სადაც ის რუსული სამხედროხომალდის, „მოსკოვის“ ჩაძირვას ეხმიანება.

"მოსკოვს გაჰყევით... ან იყავით ჭკვიანები და წადით სახლში და დაელოდეთ მოწვევას ჰააგაში უფასო მოგზაურობისთვის.

ეს არის შესაძლებლობა: ახლა ან არასოდეს, შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება. არ გაუშვათ ხელიდან. იყავი ჭკვიანი - წადი სახლში", - წერს რეზნიკოვი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს