ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსული ჯარის ჯგუფი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას განაგრძობს, შესუსტდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსული ჯარის ჯგუფი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას განაგრძობს, შესუსტდა.

მისი თქმით, დამპყრობელი ცდილობს რაიმე სახის გამარჯვება მაინც მოიპოვოს ქალაქში.

„ზოგიერთი მონაცემით, მკვეთრად შესუსტა მარიუპოლის რუსული ჯგუფი. ეს მონაცემები ცხადია გადამოწმებას საჭიროებს, მაგრამ ისინი თითქმის ორჯერ შემცირდნენ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, ოკუპანტები მარიუპოლში ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ, მათ შორის მძიმე ულტრაბგერით Ту-22-ის ტიპის თვითმფრინავებს ქარხანა „აზოვსტალზე“ თავისუფალი ვარდნის ბომბების ჩამოსაყრელად.

„მაგრამ „აზოვსტალის“ ქარხანაში ისეთი თავშესაფრებია და ისეთი მიწისქვეშა შესაძლებლობებია, რომ Ту-22-ის თვითმფრინავებიც კი ვერ გაართმევენ თავს“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მარიუპოლის დამცველების განადგურების შემთხვევაში ვერანაირი სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა