ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინული ჯარის დანაკარგი რუსების დანაკარგზე 8-10-ჯერ ნაკლებია

რუსეთთან ომში უკრაინული ჯარის დანაკარგი დაახლოებით, 8-10 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ოკუპანტების დანაკარგი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მან უარყო რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა უკრაინის ჯარის ადამიანური დანაკარგი 20 ათასს აჭარბებს.

„ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი დანაკარგი, უკანასკნელ ადამიანამდე და ამას მოგვიანებით გავაჟღერებთ. ახლა, როგორც პრეზიდენტმა მიახლოებითი რაოდენობა გაასაჯაროვა. ის რუსების დანაკარგზე ბევრად ნაკლებია. დაახლოებით, 8-10-ჯერ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა მოკლეს დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირი, თუმცა ზუსტი რიცხვის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია.

ცნობისთვის, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინული ჯარის ადამიანური დანაკარგი 2 500-დან 3 000-მდე მერყეობს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი