მწარმოებელ/იმპორტიორებთან შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკითხი განიხილეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელ/იმპორტიორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის განხორციელების ვადების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.

„ნარჩენების მართვის კოდექსი” ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით”, - განაცხადა სოლომონს პავლიაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ.

„მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე. 2022 წლის 1-ელი ივლისიდან შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ, მგვ-ის განხორციელების მიზნით, 2020 წლის 25 მაისს მიიღო ოთხი ტექნიკური რეგლამენტი: „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ”, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ”, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ” და „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი