ვიქტორია ნულანდის განცხადებით, მტკიცებულებები, დიდი ალბათობით, გაამყარებს ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული უკრაინაში, გენოციდია

შეგროვებული მტკიცებულებები, დიდი ალბათობით, გაამყარებენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებს იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული უკრაინაში გენოციდია, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

ნულანდის თქმით, ბაიდენის განცხადება „გულიდან მოდის“, თუმცა იმისთვის, რომ ამერიკის ხელისუფლებამ უკრაინაში მომხდარი გენოციდად აღიაროს, შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს. ნულანდმა იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენის განცხადება სამართლებრივ დადასტურებასაც მიიღებს.

„ვფიქრობ, ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, საბოლოო ჯამში მტკიცებულებებით დადასტურდება. ბოლოს და ბოლოს, ის, რაც უკრაინაში ხდება შემთხვევითობა არ არის. ეს რუსეთისა და მისი ძალების წინასწარგანზრახული გადაწყვეტილებაა - გაანადგუროს უკრაინა და მისი სამოქალაქო მოსახლეობა“, - განაცხადა ნულანდმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინაში გენოციდი უწოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ცხადი ხდება, რომ „პუტინი ცდილობს გაანადგუროს უკრაინელად ყოფნის იდეა და ამის შესახებ მტკიცებულებები იზრდება“.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი