ანატოლი ბიბილოვი - რუსეთში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანიად“, ცალკე სუბიექტად გავწევრიანდებით ​- როცა სხვები ზურგს აქცევენ, ჩვენ მასთან მივდივართ, რადგან ეს ჩვენი სამყაროა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის მხარდასაჭერად უკვე სამი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და გრძელდება. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

როგორც ბიბილოვმა განაცხადა, „რეფერენდუმი იქნება“.

„ყველაზე მთავარია, რომ ხალხის ეს გადაწყვეტილება გვარწმუნებს ჩვენი მოსახლეობის მომავალში და არა მხოლოდ ამაში. ეს აძლევს თავდაჯერებულობას რუსულ სამყაროს, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რომლებიც ამას ელოდებიან. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რესპუბლიკების აღიარების შესახებ აბსოლუტურად მართებული იყო. ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი იყოს კარგად, მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც, როდესაც სხვები ზურგს აქცევენ, ჩვენ მივდივართ {მასთან}, რადგან ეს ჩვენი სამყაროა. რუსეთი - ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ჩვენ ეს არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ მომავალშიც იბრძოლებს „რესპუბლიკისთვის“.

„მე ვცხოვრობ ჩემი ხალხით და ის არასოდეს მომიტყუებია“, - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთში გაწევრიანდება როგორც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“ რუსეთის ცალკე სუბიექტი.

„ხალხს უნდა გავაგებინოთ, რა იქნება ასეთ შემთხვევაში, რა გველის მომავალში, არჩევანი კი ხალხს ეკუთვნის. მთავარია ხალხმა იცოდეს სიმართლე. დღეს ორი იდეოლოგია გამოდის წინა ხაზზე. პირველი - ეს არის კანონი და ხალხის მისწრაფება შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. მეორე იდეოლოგია - ეს არის დანაშაულებრივი იდეოლოგია, როდესაც დანაშაულებრივ ელემენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ“ , - აღნიშნა ბიბილოვა.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში