ესტონეთმა რუსეთის ხომალდებისთვის პორტები დახურა

ესტონეთი რუსეთის საზღვაო ბლოკადას შეუერთდა. ქვეყანამ რუსეთის ფედერაციის ხომალდებისთვის პორტები დახურა.

ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ევროკავშირის პორტები ამიერიდან ასევე დახურულია იმ გემებისთვის, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ რუსული დროშა სხვა დროშით შეცვალეს.

ეკონომიკის მინისტრის ტაავი აასას განცხადებით, მთელი ევროპა ცვლის თავის ეკონომიკურ საქმიანობას და სულ უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება რუსეთისგან.

„კრემლი არ აჩვენებს თავისი აგრესიის შეწყვეტის არავითარ ნიშნებს, ამიტომ ევროპა გამუდმებით ეძებს სტრატეგიულ მეთოდებს ომის ღირებულება იმდენად მაღალი გახადოს, რომ უკრაინაზე სამხედრო შეტევის გაგრძელების პერსპექტივა გაქრეს. ქვეყნების გარდა, ყველა წარმოებამ, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია რუსეთთან, უნდა გადაიაზროს თავისი საქმიანობა, რათა თავი გაართვას ახალ ეკონომიკურ სივრცეს“,- განაცხადა მინისტრმა.

ესტონეთის პორტში რუსეთის ფედერაციის მხოლოდ იმ გემებს ექნებათ შესვლის უფლება, რომელიც კატასტროფას განიცდის. ასეთ შემთხვევაშიც ნებართვა პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო დაცვის მიერ უნდა გაიცეს, რომლებიც წინასწარ შეაფასებენ დახმარების აღმოჩენის აუცილებლობას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო