ვოლოდიმირ ზელენსკი - მსურს დამიმახსოვრონ ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა, უყვარდა ოჯახი და სამშობლო, გმირად ნამდვილად, არა - მინდა, ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად

მინდა, ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ისურვებდა დაემახსოვრებინათ, ზელენსკიმ უპასუხა:

”ადამიანად, რომელსაც სიცოცხლე ბოლომდე უყვარდა და ასევე უყვარდა ოჯახი და სამშობლო. გმირად ნამდვილად არა - მინდა ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად“.

ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობისთვის მზად არის, თუმცა უკრაინელ ხალხზე რუსეთის თავდასხმები ამ პროცესს აფერხებს.

"როგორც ადრე ვთქვი, რა არის ამ ყველაფრის ფასი? ეს არის ხალხი - უამრავი ადამიანი, რომელიც დაიღუპა. საბოლოოდ ვის უწევს ამ საფასურის გადახდა? - უკრაინას, მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი ფასია. თუ საუბრის შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ საუბარი რუსული ულტიმატუმის პირობებში? ეს შეუძლებელია“, - დასძინა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა