მარიუპოლის პოლიცია - “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება

მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა - ქალები, მოხუცები, ბავშვები, - Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა მიხაილ ვერშინინმა განაცხადა.

“„აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა: ბავშვები, ქალები, მოხუცები. ეს ადამიანები ქარხნის თავშესაფრებში იმალებოდნენ დაბომბვისგან თავის დასაცავად, მათ არ სჯერათ რუსი სამხედროების, რადგან დაინახეს, რა ხდება ქალაქში“, - განაცხადა ვერშინინმა.

მისი თქმით, რუსები მარიუპოლში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ნანგრევების ამოსათხრელად და გვამების შესაგროვებლად იყენებენ. ხალხი საჭმლის სანაცვლოდ „მუშაობს“, მათ შორის მასობრივ საფლავებზე. საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ქალაქში აბსოლუტურად ყველა იძულებულია ატაროს თეთრი სამკლაური (მარჯვენა ფეხსა და მარცხენა მკლავზე).

შეგახსენებთ, მარიუპოლი რამდენიმე კვირაა ალყაშია. ქალაქის უკრაინელ დამცველებს რუსულმა ძალებმა ულტიმატუმი წაუყენეს : იარაღის დასაყრელად და ჩასაბარებლად ვადა დღეს, მოსკოვის დროით 13:00 საათამდე მისცეს. უკრაინელმა სამხედროებმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი განაცხადეს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა