ლუგანსკის გუბერნატორი მოსახლეობას - მიიღეთ ევაკუაციის გადაწყვეტილება, მომავალი კვირა შეიძლება რთული იყოს

ლუგანსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი გაიდაიმ მოსახლეობას ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"მომავალი კვირა შეიძლება რთული იყოს. ეს შეიძლება იყოს ბოლო, როცა ჯერ კიდევ გვაქვს თქვენი გადარჩენის შანსი. იერიში. როგორ მოხდება ეს? ალბათ, ფაშისტური გზით, ტრადიციულად, დილით, როცა თვალებს გაახელთ თავშესაფარში საშინელი ხმაურისგან, ”- განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან რუსებთან შესახვედრად. ამასთან, გაიდაიმ განმარტა რომ ის, თუ რამდენად სწრაფად გაუმკლავდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის შეჭრას, ასევე დამოკიდებულია ლუგანსკის ოლქის მცხოვრებლებზე.

გუბერნატორმა ოლქის მოსახლეობას მოუწოდა, მიიღონ ევაკუაციის გადაწყვეტილება.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა