გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „სტოკჰოლმი+50” მოსამზადებელი პირველი ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გახსნა

ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების მეშვეობით, საქართველო მსოფლიოს 58 ქვეყანაში მიმდინარე პროცესს შეუერთდა, რომელიც წინ უძღვის შვედეთში, 2-3 ივნისს დაგეგმილ კონფერენციას „სტოკჰოლმი+50“. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრები საშუალებას იძლევა, საზოგადოების ფართო წრე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მსჯელობაში ჩაერთოს, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისა და პანდემიის შემდგომი აღდგენის კლიმატგონივრული გზების შესახებ. ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრების შედეგების, შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა „სტოკჰოლმი+50“ კონფერენციის დროს შედგება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გადაწყვეტილებების გამჭვირვალედ მიღება და მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება, რათა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება ეფექტიანად იქნას აღსრულებული. კონსულტაციის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები არა მხოლოდ არსებითია საქართველოს სახელით წარსადგენი ანგარიშის მომზადების პროცესში, არამედ სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს სამომავლო პოლიტიკისა და გასატარებელი ზომების უკეთ იდენტიფიცირებასა და დაგეგმვაში დაეხმარება. მიუხედავად პანდემიისა, საქართველომ გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების დაცვისა და სწორად მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო წლებშიც გადადგა. იმ პირობებში, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, როგორც ჩვენი ძალისხმევა, ასევე თქვენი ყველას ჩართულობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ ხელშესახებ და წარმატებულ შედეგებს მივაღწიოთ,” - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

„კონფერენცია „სტოკჰოლმი+50“ გაეროს პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. ამ დღეს გარემოს დაცვა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში პირველად დადგა. „სტოკჰოლმი+50“-ის მონაწილეები მსოფლიოს გარემოსდაცვითი ძალისხმევის ხუთი ათწლეულის შედეგებს შეაჯამებენ და იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე იმსჯელებენ, რომელიც ჯანსაღი პლანეტისა და საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად უნდა გადაიდგას.

საქართველოში ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა.

შეხვედრას შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, შვედეთის ელჩის მოადგილე ერიკ ილესი, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი