რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა დამპყრობლებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა.

ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.

„განადგურდა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დაწესებულება. საარტილერიო დაბომბვა მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ მთელი ღამე არ შეწყვეტილა. მტერი ყველაზე ინტენსიურად ისროდა მარინსკის, ავდეევსკის და ოჩერეტინსკის მიმართულებებზე,“ - თქვა კირილენკომ.

მისივე ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა დაზიანებულია მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ზოგან შეწყვეტილია ელექტროენერგია და გაზის მიწოდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა