(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, (ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. უწყების ინფორმაციით, დირექტორის თანამდებობაზე ჯაბა სირბილაძე დაინიშნა.

მათი განმარტებით, ჯაბა სირბილაძე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში დანიშვნამდე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი იყო, იქამდე კი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა.

„ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. მათ შორისაა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“,-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება ჯაბა სირბილაძის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

განათლება-

1998 – 2006 წლები – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მენეჯერი, სამკურნალო/ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი.

სამუშაო გამოცდილება

2022 წლის თებერვლიდან – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი;.

2020-2022 წლები – ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი GOG1, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

2019-2020 წლების – ფონდის პროექტის მენეჯერი GOG1, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

2017 წლიდან დღემდე – პარტნიორი, შპს ფოქს თრეიდინგ ჯგუფი;

2016- 2017 წლები – ბიზნეს განვითარების დირექტორი, ქირურგიის ეროვნული ცენტრი;

2012-2015 წლები – ადმინისტრაციის დირექტორი, შპს „სმაილი“;

2011-2012 წლები – გენერალური დირექტორის მოადგილე, რეფერალური ჰოსპიტალი;

2011 წელი – მთავარი სპეციალისტი. HIV/AIDS, Hepatitis, STIs, დაავადებათა კონტროლის ცენტრი;

2011 წელი – სტატისტიკის დეპარტამენტი,მთავარი სპეციალისტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი;

2007-2008 წლები – პროექტის კოორდინატორი საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი, პროექტი – რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის სამხრეთ კავკასიაში;

2004-2006 წლები – პრეზიდენტი, საქართველოს სტუდენტ – მედიკოსთა ასოციაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა