აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს

აღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქისმთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას ინფორმაცია წარუდგინა 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ განმარტა 24, 25 აპრილს 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს.

„აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და ეს ყველაფერი ძალიან გვიან მთავრდება. შესაბამისად, ადამიანები საჭიროებენ სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კერძოდ, 23 აპრილს, ღამის თორმეტი საათიდან 24 აპრილის, დილის 04:00 საათამდე მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. გარდა ამისა, 24, 25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს. ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან იქნება ავტობუსები. საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე მეტროსადგურ დელისიდან იქნება ავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისში მცხოვრებ ადამიანს, ყველა იმ ადამიანს ვინც საჭიროებს გადაადგილებას. ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან გაემგზავრება ავტობუსები. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსები გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ.

ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა