ზურაბ აზარაშვილი - ბინით თუ სახლით, 13 000-მდე დევნილ ოჯახს დავაკმაყოფილებთ

დევნილებისთვის პირობა გვაქვს მიცემული და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 13 000-მდე ოჯახს, ბინით თუ სახლით დავაკმაყოფილებთ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, 6 000 ოჯახი ჩაერთვება პროექტში „სოფლად სახლი“.

რაც შეეხება დანარჩენ 7 000 ოჯახს, ისინი ბინას თანამედროვე სტანდარტების, ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში მიიღებენ.

„ამ პროექტს მომდევნო კვირიდან გამოვაცხადებთ, სამშენებლო კომპანიები უკვე შეძლებენ მასში ჩართვას და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 7 000 დევნილ ოჯახს ახალ საცხოვრებელს გადავცემთ. ამ პროექტის ბიუჯეტი, ჯამურად, 700 მილიონი ლარია “, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა