დნეპრის მერის მოადგილე - დნეპრის პროზექტურებში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის გვამია, რომელთა წაღებაც არავის სურს

დნეპრის პროზექტურებში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის გვამია, - ამის შესახებ ქალაქ დნეპრის მერის მოადგილემ, მიხაილ ლისენკომ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მან ასევე მოუწოდა რუს დედებს, რომ „დაღუპული რუსი ჯარისკაცების გვამები უკრაინიდან წაიღონ“.

„ახლა დნეპრის პროზექტურებში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის გვამია, რომელთა წაღებაც არავის სურს. ვიმედოვნებთ, რომ რუსი დედებიდან ვინმე შეძლებს მოსვლას და მათი შვილების წაყვანას, რომელთაც ისინი მთელი ცხოვრება ზრდიდნენ.

ჩვენ რუსი ჯარისკაცების გვამებით სავსე ოთხი დიდი მაცივარი გვაქვს - რაც არ უნდა იყოს, ისინი ვიღაცის შვილები არიან. მათ დედები ზრდიდნენ, ისინი მათ უყვარდათ და პირველ სექტემბერს მათთან ერთად სკოლაში მიდიოდნენ. ამ ყველაფერს ორგანიზებას გავუწევთ, ოღონდ შვილების გვამები წაიღონ“, - განაცხადა ლისენკომ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში