სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა, დედაქალაქის მერის მრჩეველთან, ნინო ბურძენიძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და თბილისის მერიის გენდერულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.

როგორც საკრებულოში აღნიშნავენ, სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ახალი, სამოქმედო გეგმა განიხილეს და ამასთანავე, მუნიციპალურ სერვისებში თანაბარი შესაძლებლობების პრაქტიკის ხელშეწყობის მიზნით, გარკვეული შესწორებები შეიტანეს.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა არაერთ აქტივობას მოიცავს, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზუსტი და კონკრეტული სტრატეგია მნიშვნელოვანია, რათა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნების მიღწევა უფრო სისტემურად და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოხდეს. მუშაობის გაძლიერებას ვგეგმავთ როგორც ქალთა ეკონომიკური და სოციალური საკითხების მიმართულებით, ასევე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, კერძოდ კი, ოჯახში ძალადობასა და მისგან თავის დაცვის მექანიზმებზე. ასევე, გავაძლიერებთ თანამამშრომლობას კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა ჩართულობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანესია“, -განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს ცნობით, ორდღიან სამუშაო შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტი თბილისში" გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა