აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად  კონკურსი ცხადდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგში შექმნილი მნიშვნელოვანი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალებით.

მათი ინფორმაციით, საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი), უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც პრემიას მოიპოვებს, მიენიჭება გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო.

კონკურსში კანდიდატთა წარდგენის წესი და პირობები:

პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.

ლიტერატურული, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით (წიგნად) გამოცემის შემდეგ.

ხელოვნების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.).

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი), უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრით.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

წარდგინება, ანუ ნაწარმოების, ნაშრომის აღწერა-დახასიათება იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რის გამოც ხდება მისი ავტორის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიაზე წარდგენა. დოკუმენტს ხელს აწერს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ნაწარმოებზე, ნაშრომზე შთაბეჭდილების შესაქმნელად, სასურველია წარმოდგენილ იქნეს საკონკურსო ნაწარმოების, ნაშრომის შესახებ რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალები.

საჭიროების შემთხვევაში ცნობა, სადაც მითითებული იქნება ნაწარმოების (ნაშრომის) გამოცემის (შექმნის) ზუსტი თარიღი.

კანდიდატის ბიოგრაფია (CV).

ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკის და მეცნიერების დარგში შექმნილი ნაწაროებები (ნაშრომები) 11 ეგზემპლარად (აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა 11 ეგზემპლარად). წარმოდგენილი ნაშრომები ავტორებს უკან არ უბრუნდებათ.

კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი (6X9 სმ).

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 2022 წლის 2 მაისიდან 1 აგვისტომდე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024