სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა

სასამართლო სისტემაში ერთიანი ქოლ-ცენტრი ამოქმედდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი - ნომერზე 15 45 - მოქალაქეებს გაუმჯობესებულ სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლოს მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალია სატელეფონო კომუნიკაციის მოთხოვნა, ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზანი კი ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფაა.

მათივე ცნობით, ქოლ-ცენტრის მომსახურება დაინტერესებულ პირებს დაეხმარება დაზოგონ დრო და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ მოინახულა.

განახლებული ქოლ-ცენტრის მუშაობას გაეცნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე თემურ გოგოხია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა