თბილისის მერიამ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს იგეგმება.

„დღეს მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია-განახლება დავიწყეთ. ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ხიდი ცუდ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, სავალი გზა განახლდება, საძირკველი რეაბილიტირდება, განათების სისტემა და ტროტუარი მოწესრიგდება. სამუშაოები, დაახლოებით, ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ცენტრალური გზის გადაკეტვა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ შევეცდებით, ღამის საათებში ვიმუშაოთ და დღის განმავლობაში სანაპიროზე მოძრაობა თავისუფლად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღესვე, მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

„მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბესკო“ შეასრულებს.

მეტეხის ხიდზე ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა