შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება მიმდინარეობს

შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მთივლიშვილმა, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ერთ-ერთი კომპონენტის (პროექტის) განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სააგენტოს ცნობით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატურ და 1 მობილურ სადგურს შეიძენს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა და ჰაერის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

„მიმდინარე ეტაპზე, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ მომზადებულია ტექნიკური დავალება და ჩატარებულია ბაზრის კვლევა, ასევე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტების მომზადება შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.

ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო