„მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორებისთვის გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN WOMEN-ის მხარდაჭერით, „მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორებისთვის "გენდერი და გენდერულ უფლებებთან" დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა.

სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ინფორმაციით, 2021 წელს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ „სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმის დებულება" დამტკიცდა , რომელშიც საჩივრის წარდგენის, განხილვის პროცედურები და შიდა მექანიზმები გაიწერა.

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, სწორედ, ამ დებულებიდან გამომდინარე „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN WOMEN-ის მხარდაჭერით, მედიატორთა ასოციაციის მედიატორებისათვის "გენდერი და გენდერულ უფლებებთან" დაკავშირებული ტრენინგი უკვე მეორედ ჩატარდა.

„15-16 აპრილს, განხორციელებულ ღონისძიებაზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხები, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეაგირების ქვეყანაში არსებული მექანიზმები, აგრეთვე მეტად აქტუალურ საკითხები, რომელიც ეხებოდა გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებებს, გენდერულ პოლიტიკასა და მიდგომებს. „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის" ძალზედ მნიშვნელოვანია გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მედიატორებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას“, - ნათქვამია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა