გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა - რეგისტრაციის სტატისტიკას ავრცელებს

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარეგისტრირებულთაგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2500-ზე მეტმა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და 12 500-ზე მეტმა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.

„2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევდა საგნის გამოცდას.

საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ იყო შეზღუდული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს ჰქონდა.

წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს მიეცათ საშუალება ჩაებარებინათ მშობლიური ენის გამოცდა. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის სომხური და აზერბაიჯანული ენების ტესტები მომზადდა. მათი რეგისტრაციის სტატისტიკა ასე გამოიყურება: სომხური ენა - 470-მდე მასწავლებელი; აზერბაიჯანული ენა - 380-მდე მასწავლებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია გამოცდების შესახებ, ასევე საგამოცდო პროგრამები, ტესტების ნიმუშები და დამხმარე კრებულები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა