უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოდესაში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ოდესის რეგიონში რუსული ძალების "დრონი" ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"18 აპრილს, ოდესის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც საჰაერო დაზვერვას ახორციელებდა", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც Ukrinform-ი იუწყება, 18 აპრილის ღამეს ოდესაში, მტრის თავდასხმები არ მომხდარა, თუმცა რუსი დამპყრობლები საჰაერო დაზვერვის ჩატარებას ცდილობდნენ. მათი ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსული მხარის მცდელობა მოიგერიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა