ხარკოვის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ქალაქ ხარკოვში, ოსნოვიანსკის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული პროკურატურის წარმომადგენელმა, დიმიტრი ჩუბენკომ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩუბენკოს ცნობით, შემთხვევის შედეგად მამაკაცი და ქალი გარდაიცვალნენ - დაბომბვა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარე საბავშვო მოედანზე განხორციელდა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას, რის შედეგადაც პერინატალური ცენტრი განადგურდა.

„ჩვენ ახლა გადაგვყავს ქალები, ისინი სხვა სამედიცინო დაწესებულებებში იმშობიარებენ“, - განაცხადა ტერეხოვმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს