აფხაზეთის მთავრობის წევრები ახალგაზრდებს შეხვდნენ

14-15 აპრილს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობის წევრებისა და ახალგაზრდების სამუშაო შეხვედრა მოეწყო, სადაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და მინისტრმა ნანა გაბელიამ მიმართეს.

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მიზანი დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამებში.

„ძალიან საყურადღებოა დევნილი საზოგადოების ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის საქმიანობას. განსაკუთრებით, ეს ჩვენს ახალგაზრდებს ეხება, რადგან თუ ვსაუბრობთ სამომავლო წარმატებულ საქმიანობაზე, ახალგაზრდების მოსმენა საინტერესო და აუცილებელია“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრმა ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.

,,ამ მიმართულებით, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი პროექტი, მათ შორის „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ კუთხით მუშაობას. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში და ზოგადად, მუშაობენ აფხაზეთის თემატიკაზე“, - აღნიშნა ნანა გაბელიამ.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და წარმომადგენლებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების საქმიანობა გააცნეს, აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის აპარატის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, ისაუბრეს სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდული ჩართულობის გაძლიერების, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე, ოკუპირებულ აფხაზეთში გადაადგილებისა და განათლების უფლების ხელმისაწვდომობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების ინსტრუმენტების გააქტიურების შესახებ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს