მიხეილ ჩხენკელი - პრემიერ - მინისტრის ინიციატივა იმის დასტურია, რომ ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იწყება უაღრესად მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. უფრო კონკრეტულად, აშენდება 80 ახალი სკოლა, 220 სკოლა სრულ, ხოლო 500 ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე.

80 ახალი სკოლა აშენდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაცვლად, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას – განხორციელდება აღნიშნული სკოლების დემონტაჟი და მათ ადგილზე აშენდება თანამედროვე ახალი სკოლები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველ რიგში დავიწყებთ იმ სკოლების რეაბილიტაციას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება და ჯამში მოვიცავთ 800 სკოლას.

როდესაც ჩვენ ახალ სრულად რეაბილიტირებულ სკოლებზე ვსაუბრობთ, აქ რასაკვირველია უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა განხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ახალი სასკოლო გარემო პირდაპირ კავშირშია განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. სკოლები თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება, კეთილმოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გაუმჯობესების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანია. ყველა სკოლა იქნება სრულად ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

1 მილიარდი ლარის ღირებულების ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა