ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ვიზიტი იძლეოდა ურთიერთობების ერთგვარი განახლების საშუალებას - რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, ბუნებრივია, ჯერ არ არის მოგვარებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტი ურთიერთობების განახლების საშუალებას იძლეოდა, თუმცა საქართველოს და უკრაინას შორის აქამდე არსებული პრობლემური საკითხები ჯერ არ მოგვარებულა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, ქვეყნებს შორის არსებული პრობლემური საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია.

„უკრაინაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ. ეს ვიზიტი იძლეოდა ურთიერთობების ერთგვარი განახლების საშუალებას, ამაზე იყო კიდეც საუბარი შეხვედრებზე. რა თქმა უნდა, როცა საპარლამენტო ვიზიტს ეხება საქმე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეები ხვდებიან ერთმანეთს იქ ის საკითხები არ იჭრება, რომლებიც პრობლემურია ურთიერთობებში, უფრო მეტად აღმასრულებლის საქმეა ეს საკითხები, თუმცა ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ დაიძრა გარკვეული თემები.

რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, ბუნებრივია, ჯერ არ არის მოგვარებული, ეს საკითხებია - ელჩის საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ასეთ დროს ჰყავდეს ელჩი ქვეყანაში. როგორც მოგეხსენებათ გაკეთდა საჯარო განცხადება ელჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შემდეგ არ ყოფილა დამატებითი ნაბიჯები და ჯერჯერობით უკრაინას არ ჰყავს ელჩი საქართველოში. ეს საკითხი ბუნებრივია, მოსაგვარებელია და იმედია, მალე მოგვარდება და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურია ის საკითხი, რომ მთელი რიგი თანამდებობის პირები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებაში არიან წარმოდგენილები, საკმაოდ მაღალ დონეზე - ეს არის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მალე მოგვარდება. რომ გითხრათ, რომ ეს არის ნომერ პირველი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში, ეს ასე არ არის, მაგრამ, როდესაც ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებრივია, ეს ხელს უშლის ორ ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს. ეს დიდ პრობლემას ჩვენთვის, ცალკე აღებული არ ქმნის, მაგრამ ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის ხელისუფლებასთან და მნიშვნელოვანია, რომ არავითარი დაბრკოლება ამ კუთხით არ არსებობდეს. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შედეგები ამ მოცემულობის - ალოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა თვითმფრინავის ბორტთან დაკავშირებით, განცხადება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდასთან დაკავშირებით გაკეთდა და ა.შ. ანუ კონკრეტული გამოხატულება აქვს ამ პრობლემას და აქედან გამომდინარე სასურველია ეს პრობლემა მოგვარდეს. ქვეყანა არც ასე იქცევა, არც ისე იქცევა, მაგრამ იმისათვის, რომ ორ ხელისუფლებას შორის იყოს უფრო მჭიდრო ურთიერთობა, უმჯობესია ეს საკითხი მოგვარდეს. ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტი - როცა გადაწყვეტენ, პრობლემა გადაიჭრება, ჩვენს ხელში ეს არ არის.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ნული დაბრკოლება იყოს თანამშრომლობაში, ბუნებრივია ეს საკითხი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ მინიმუმ 2 ადამიანი საქართველოში ოფიციალურად არის კრიმინალად აღიარებული და როდესაც ასეთი ადამიანი, როცა იქ ხელისუფლებაშია, ბუნებრივია ეს ქმნის უხერხულობებს ურთიერთობებში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარება“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა