ნედ პრაისი - რაც უკანასკნელ საათებში ვნახეთ, არის მკაფიო მოწმობა სისასტიკისა და ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ის, რაც უკრაინაში რუსეთის მხრიდან ხდება, ტერორისა და საზიზღარი აგრესიის ნათელი მაგალითია.

,,ფაქტია, რომ რუსეთმა წამოიწყო იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ შეჭრა, უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ომი, ტერორის, სისასტიკისა და საზიზღარი აგრესიის კამპანია, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც უკანასკნელ საათებში ვნახეთ, ლვოვის წინააღმდეგ დარტყმების თვალსაზრისით, კიევის გარეუბნებში დარტყმების თვალსაზრისით ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რისი მოწმეც ბუჩაში გავხდით, ეს არის მკაფიო მინიშნებები, მკაფიო მოწმობა სისასტიკისა და ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ", - განაცხადა პრაისმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა