ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველი დაკარგული სიცოცხლე უკრაინელებისა და თავისუფალი ქვეყნებისთვის არის არგუმენტი, რომ თაობებმა რუსეთი საფრთხედ აღიქვან

ყოველი დაკარგული სიცოცხლე უკრაინელებისა და თავისუფალი ქვეყნებისთვის არის არგუმენტი, რომ თაობებმა რუსეთი საფრთხედ აღიქვან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა და მსოფლიო რუსეთისგან უფრო მეტს წაიღებს, ვიდრე რუსული ბომბები - უკრაინიდან.

,,დღევანდელი დარტყმები ლვოვზე, დნეპროპეტროვსკის რეგიონში და ნებისმიერი სხვა რუსული დარტყმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: ჩვენ, მსოფლიო და ისტორია რუსეთისგან უფრო მეტს წაიღებს, ვიდრე რუსული ბომბები წაიღებს უკრაინიდან. ყოველი დაკარგული სიცოცხლე უკრაინელებისთვის და თავისუფალი ქვეყნებისთვის არის არგუმენტი, რომ თაობებმა რუსეთი საფრთხედ აღიქვან", - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს