ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციების ფონზე რუსეთს გაუჭირდება არსენალის შევსება

რუსეთის არმიას გაუჭირდება რაკეტების, ვერტმფრენების და სხვა სამხედრო აღჭურვილობის არსენალის შევსება საერთაშორისო სანქციების ფონზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„რუსეთის არმია არ ანელებს უკრაინის წინააღმდეგ რაკეტების გამოყენებას, თუმცა უნდა აცნობიერებდეს, რომ არსებული სანქციების პირობებშიც კი უკიდურესად რთული იქნება მისი სარაკეტო მარაგის აღდგენა“, - აღნიშნა ზელენკსიმ.

ზელენსკის თქმით, როდესაც უფრო მკაცრი სანცქციები დაწესდება, რუსეთს სარაკეტო შესაძლებლობების აღდგენა არარეალური იქნება.

"იმპორტის გარეშე ამასაც ვერ გააკეთებენ. როდესაც სანქციების გვერდის ავლით ყველა ხარვეზი დაიხურება და კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დაწესდება, რუსეთის სარაკეტო შესაძლებლობების აღდგენა არარეალური იქნება“, - დასძინა მან.

ზელენსკი ამბობს, რომ სანქციების ქვეშ ახალი არტილერიის წარმოება რუსეთისთვის რთული იქნება.

„მსგავსი პროცესი სხვა რუსულ იარაღთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს. სანქციების ქვეშ ახალი არტილერიის, თვითმფრინავების, ახალი ვერტმფრენების და კრეისერების წარმოება რუსეთისთვის რთული ამოცანა იქნება“, - დასძინა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო