მედია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში შეტევა მოიგერიეს - რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის ოლექსანდრივკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე განხორციელებული ერთსაათიანი შეტევა მათთვის წარუმატებლად დასრულდა და მტერმა, ძალების აღდგენის მიზნით, უკან დაიხიამ - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე" დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 28 ჯარისკაცი და ხუთი ერთეული ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, საინჟინრო, საავტომობილო და უპილოტო საფრენი აპარატები.

ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მიკოლაევის ოლქში კვლავ არსებობს სარაკეტო და საარტილერიო დარტყმის საფრთხე.

"მიკოლაევის რეგიონში სარაკეტო და საარტილერიო დარტყმის საფრთხე კვლავ აქტუალურია. წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ რთულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლება მეზობელი ოლქებიდან მიღებული ჰუმანიტარული მხარდაჭერის საშუალებით წყვეტს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გვიან ღამით მიკოლაევში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო