ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში დაწყებული ახალი შეტევით ოთხი ამოცანის განხორციელება სურს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუს ოკუპანტებს, რომლებმაც დონბასში ახალი შეტევა დაიწყეს, ოთხი მიზანი აქვთ.

მისი თქმით, პირველი არის ლუგანსკის ოლქში რუბიჟნე-პოპასნაია-სევეროდონეცკის მონაკვეთზე ტერიტორიის დაკავება, მეორე მიმართულება არის შეტევა იზიუმიდან (ხარკოვის ოლქი) სლავიანსკისა და კრამატორსკისკენ. მესამე და მეოთხე მიმართულებად კი არესტოვიჩმა გულიაიპოლის (ზაპოროჟიეს რაიონი) და მარიუპოლის რაიონები დაასახელა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ რუსეთს უკრაინის ომში წარმატების მიღწევა აღდგომამდე და მაისის დღესასწაულებამდე სურს.

"მათ ორი თარიღი აქვთ. პირველი არის აღდგომა, რომელიც აღინიშნება მიმდინარე კვირას, 24 აპრილს და მეორე არის მაისის დღესასწაულები", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, რუსეთს ესაჭიროება „რაიმე სახის პირველადი შედეგი მაინც“, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ.

"ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. შემიძლია ახლავე გითხრათ. ამიტომ, სანერვიულო არაფერია. თუმცა ისინი ცდილობენ. ამ ომის ბოლო დიდი შეტევაა. გარდა ამისა, არ არსებობს ოპერატიული რეზერვები", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა