უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში რუსული ძალების 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა 18 აპრილის დღის განმავლობაში რუსული ძალების 7 ერთეული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - შესაბამის მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია ერთ თვითმფრინავზე (Су-30 გამანადგურებელი), ოთხ უპილოტო საფრენ აპარატზე (OTR) და ორ ფრთოსან რაკეტაზე.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეჭრის დღიდან დაახლოებით 20.6 ათასი რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. ასევე, განადგურებულია რუსების 790 ტანკი, 2 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა, 381 საარტილერიო სისტემა, 130 სარაკეტო გამშვები სისტემა, 67 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 167 თვითმფრინავი, 147 შვეულმფრენი, 1 487 მანქანა, 8 ხომალდი/ნავი და 155 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა